ანტონ მარტყოფელი / anton martyofelis monasteri




ანტონ მარტყოფელი, ანტონ მარტომყოფელი, ანტონ მესვეტე, ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი. ხსენების დღეა 19 იანვარი (ახ. სტ. 1 თებერვალი).საქართველოში მოვიდა ქ. ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი". ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფ. მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქ. ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ. ეს ლეგენდა ფართოდ გამოიყენა კათოლიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ თავის პატრიოტულ ჰიმნოგრაფიაში. ცნობები ანტონ მარტყოფელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრებაში. ცალკე თხზულება მის შესახებ (გადაკეთებული XII-XIII სს.) ჩართულია „ქართლის ცხოვრების" ანასეულ ნუსხაში (XV ს.).

 

გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ვიდეოს შესახებ კომენტარის სახით!..

გააზიარეთ მოცემული ვიდეო სასურველ სოციალურ ქსელში

 


რეიტინგი: 5.0/1
Счетчики: 2745 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: monastery, anton martyopeli, anton martyofeli, religia, ანტონ მარტყოფელი, martlmadidebloba, rtsmena, anton martkofeli, monasteri, Anton Martkopeli
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]