პოეტური საქართველო - 2012 / poeturi saqartvelo - 2012




დასახელება: პოეტური საქართველო - 2012
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრი: ქართული ფილმები
ენა: ქართული
როლებში: ზურა სალუქვაძე, გაგა გომართელი, მათე არაგველი, ირაკლი ასლანიკაშვილი და სხვები....
რელიზ-ჯგუფი: WWW.AUF.GE - Social Mega Portal

მოკლე შინაარსი: ფილმი გადაღებულია 2012 წლის ზაფხულში, იგი დოკუმენტური ჟანრისაა, ფილმში გადაღებულია პროექტ "პოეტური საქართველო 2012" -ის კადრები. რომელიც ჩატარდა საქართველოს 18 ქალაქში პოეტ ზურა სალუქვაძის თაოსნობით და ასევე მისი მეგობრების დახმარებით. ფილმში ასახულია ზურა სალუქვაძის, ოთიკო ანდრიაძის, გიორგი აბესაძის და მათი მეგობრების შემოქმედებითი ტური საქართველოს მასშტაბით.
ყველა კადრი სამოყვარულო კამერით არის გადაღებული არაპროფესიონალების მიერ.... ოპერატორი იყო ყველა მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი აკოს მიუძღვის ამაში :)))
პროექტის სახელია "პოეტური საქართველო" და ფილმსაც იგივე სახელი დაერქვა.
ფილმში ასახულია სცენის მიღმა კადრები, თუ როგორები იყვნენ ეს ადამიანები სცენამდე, სცენაზე და სცენის შემდგომ.
ასევე ასახულია თუ როგორ მასპინძლობდნენ მათ სხვა და სხვა ქალაქებში.
პროექტი ოფიციალურად არ დაფინანსებულა.
უმეტესად ყველაფერი მონაწილეების ხარჯებით გაკეთდა.
ერთადერთი კომპანია რომელმაც რაღაც თანხა გაიღო ...იყო კომპანია მთიელი (1000 ლარი). იყვნენ უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები რომლებმაც საკუთარი ჯიბიდან ზოგმა 100 ლარი, ზოგმა 50 ლარი, ზოგმა კი საწვავი გაიღო და გადაადილებაში დაეხმარა ამ ახალგაზრდებს. (მადლობა ყველა მათგანს)
მთლიანი ტური დაჯდა 9 000 ლარამდე. (სამწუხაროდ ამ თანხის დაახლოებით 75% მონაწილეებმა საკუთარი ხარჯებით დაფარეს)
ფაქტია რომ ეს ყველაფერი დიდი მონდომების და მეგობრობის ხარჯზე გაკეთდა... რითაც ერთხელ კიდე დამტკიცდა რომ სიყვარულით, მეგობრობით და ერთად დგომით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება..
პროექტის ავტორები არიან ზურა სალუქვაძე და მარიამ ელისაშვილი
ფილმი დამონტაჟებულია ზურა სალუქვაძის მიერ.
იმედია ისიამოვნებთ....

შემდეგი გაჩერება "პოეტური საქართველო 2013"

 

გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ვიდეოს შესახებ კომენტარის სახით!..

გააზიარეთ მოცემული ვიდეო სასურველ სოციალურ ქსელში

 


რეიტინგი: 5.0/1
Счетчики: 2304 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ზურა სალუქვაძე, მათე არაგველი, ირაკლი ასლან, otiko andriadze, Zura Salukvadze, პოეტური საქართველო, გაგა გომართელი, poeturi saqartvelo, giorgi abesadze
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]