ნოსტალგიური ფესტივალი ხობში, რომელიც „მზიურს“ მიეძღვნა





ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი: გადმოწერა


ხობის მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგელოზე“ წელს მეექვსედ ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი ანსამბლ „მზიურს“ მიეძღვნა - სლოგანით „მზიურის ფესვებიდან“, სადაც “მზიურის“ ყველა თაობის მომღერლებმა ანსამბლის ძველი სიმღერები შეასრულეს. ხობის საერთაშორისო ფესტივალი ორი დღე მიმდინარეობდა და მასში ქართველი ესტრადის მომღერლებთან ერთად უცხოეთიდან ჩამოსულმა ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალი 2003 წელს, „განათლების, კულტურის და სულიერების აღორძინების საერთაშორისო ფონდ-ხობის“ პატრონაჟით შეიქმნა და იგი ყოველ მეორე წელს ტარდება. საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით წელს ფესტივალის საიუბილეო ათი წლისთავი აღნიშნეს. ხობის მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

 

გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ვიდეოს შესახებ კომენტარის სახით!..

გააზიარეთ მოცემული ვიდეო სასურველ სოციალურ ქსელში

 


რეიტინგი: 5.0/1
Счетчики: 2244 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: khobi, ფესტივალი, xobi, ნოსტალგია, Saqartvelo, kultura, Festivali, mziuri, მზიური, Nostalgia
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]