ირაკლი ბერია - უსათაურო წერილი / irakli beria - usatauri tscerili - დღენაკლულთა 27 თებერვალი - 2016





ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი: გადმოწერა


ირაკლი ბერია - უსათაურო წერილი / irakli beria - usatauri tscerili
დღენაკლულთა 27 თებერვალი - 2016 / dghenaklulta 27 tebervali - 2016

სავარაუდოდ, ღამე გააგდო თრთვილი.
შენი გგონია, ვისაც კი ნახავ პირმშოს...
და ამ შეგრძნებით - გულში (სუსხია) ივლებ,
რომ თებერვალში, სწორედ თრთვილივით იშვი.

რა საჭიროა კლასიკოსივით ცხონდე,
ისიც გეყოფა, შენი ბავშვობა შორი,
(რაც აღარ არის)... აზრად ერთი რამ მოგსდევს –
შენი ცხოვრება – ქორე, დაქტილი, ქორე.

ისიც გეყოფა გარეთ დალიო ძმებთან,
ანდა ვიღაცა, ბოღმით გითხრობდეს – ამბავს...
თუნდაც ვიღაცამ - დანა ზურგში და (მეტიც)
ძმობა შეგფიცოს...
თრთვილი გააგდო ღამემ

და შესასვლელთან ეთამაშები პირმშოს,
მისი ღიმილი, შენი შეშლა და ორი,
მხოლოდ თქვენ ორი... ის ჯერ დედის რძეს იშრობს,
და შენ - დაქტილი, ქორე, დაქტილი, ქორე...

ასე დამარცვლით მისდევ თბილისის ქუჩებს,
ასე ბოლომდე – ბოლომდე ასე ივლი,
და ამ დილასაც თბილი ამინდი უჩანს –
პანტალონივით...
თრთვილი გააგდო ღამემ.

 

გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ვიდეოს შესახებ კომენტარის სახით!..

გააზიარეთ მოცემული ვიდეო სასურველ სოციალურ ქსელში

 


რეიტინგი: 5.0/2
Счетчики: 1569 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tserili, ირაკლი ბერია, irakli beria, cerili, tscerili, werili, წერილი, უსათაურო წერილი, satauri, usatauri
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]