ირაკლი ბერია - ბელიაშვილის ქუჩა - დღენაკლულთა 27 თებერვალი - 2016 / irakli beria - beliashvilis qucha - dghenaklulta 27 tebervali - 2016
ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი: გადმოწერა
ბელიაშვილის ქუჩას ყოველთვის ვუტოვებ ჩემი დაბრუნების იმედს... და მაშინ მესმის ჭკუამხიარული ქალის, როცა სანდომიანი ღიმილით შესცქერის ჩემს უღიმღამო სიფათს, რომელზეც დატოვა ჩუქტყვავილამ რამოდენიმე ორმო და კიდევ სიგამხდრე, ალბათ გენეტიკამ და უცნაური მიმზიდველობა _ ცხოვრებამ... ამასობაში ვაკვირდები ხალხს, რომლებიც შეუჩერებლად ცეკვავენ რესტორნის სიმღერებზე და ვეკითხები საკუთარ თავს - - რა გინდა, რატომ იღუშები, შეხედე, მხიარულობენ, ბედნიერები არიან... და ამის შემდეგ ვფილტრავ გონებას მორიგი ჭიქით, შესაბამისად მეძალება სენტიმენტები, ჩემი სახე იღებს შედარებით ნათელ იერს და უფრო კარგად მესმის ქალის ღიმილის, რომელიც საცეკვაოდ მიხმობს, მეც ვემორჩილები მის მოკრძალებულ თხოვნას... ყველაფერი იწყება ბელიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც შევდივარ ქალაქში და ჩინურ სარისკიპოსთან მხვდება ლაილა, რომელსაც ქმარი ელოდება შორს, აღმოსავლეთში... ის შემომციცინებს თვალის წვრილი ჭრილებით და მე, გულწრფელად ვეუბნები ჩემი აზიატური ხასიათით, რომ მისი მოყვითალო სხეული და მუქი კერტებია აღმოსავლეთის სავსე მთვარე.... მან ალბათ ვერ გაიგო ჩემი... მე კი ვფიქრობ იმის შესახებ, წავიდე თუ არა სხვაგან, დავტოვო თუ არა აქაურობა, მელოდება კი ის, ვისზეც ვფიქრობდი, რომ მელოდებოდა... ღირს კი იქ მისვლა, სადაც მივდიოდი ხოლმე... მივატოვო ჩემი ქუჩა?... მაგრამ სჯობს დავუბრუნდე სახლს, მე, ხომ არ წავსულვარ ზღვაზე?!... ტრაგიკული დღეები შემდეგ, მივუყვებით ბელიაშვილს მე და ბექა აბუთიძე მორიგი ტრაგედიის მოლოდინით... და რა უნდა ვაჩუქოთ ამ ქუჩას მეტი, ჩვენი ხელკავიანი ჩასეირნების გარდა... |
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ვიდეოს შესახებ კომენტარის სახით!..
|
რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1 | |
| |