ნიკა ჩერქეზიშვილი - შენში სინათლეა / nika cherqezishvili - shenshi sinatlea





ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი: გადმოწერა


შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი,
ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია...
მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად -
ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან.
ჰოდა,
განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ,
რა ვქნა,
ჭრილობები მინდა გამიმთელდეს,
მინდა შენს თვალებში ისევ ჩამახედო,
გულზე რაღა ვთქვა და...
სულშიც გამითენდეს.
მინდა,
შენი სუნთქვა ვთვალო ათასამდე,
ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი...
მოდი,
მომეკარი,
სანამ დაგვთარსავდეს,
ვინმე ბოროტი და...
ზურგით მივტრიალდეთ
ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან...
ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი...
სანამ ვინმე ცუდმა ბედთან დაგვაბეზღა,
ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი.

 

გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ვიდეოს შესახებ კომენტარის სახით!..

გააზიარეთ მოცემული ვიდეო სასურველ სოციალურ ქსელში

 


რეიტინგი: 5.0/1
Счетчики: 1353 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პოეზია, ლექსები, poezia leqsebi, nika cherkezishvili, 27 თებერვალი, შენში სინათლეა, shenshi sinatlea, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, 27 tebervali
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]