გოგოჭურები - კიდევაც ვნახავ ხევსურეთს / Gogochurebi - Kidevac Vnaxav Xevsurets





გოგოჭურები - კიდევაც ვნახავ ხევსურეთს

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს.
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი,
პირიქითაი ხევები,
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო, მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!!!

ტექსტის ავტორი ლადო ჭინჭარაული.

 

გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ვიდეოს შესახებ კომენტარის სახით!..

გააზიარეთ მოცემული ვიდეო სასურველ სოციალურ ქსელში

 


რეიტინგი: 5.0/4
Счетчики: 3635 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: Saqartvelo, Gogochurebi, Kidevac Vnaxav Xevsurets, კიდევაც ვნახავ ხევსურეთს, გოგოჭურები, khevsureti, xevsureti
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]